სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1892
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024634
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1892

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის დადგენის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილზე სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი – ჩამოსასხმელი და სამეწარმეო დანიშნულებით) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 80 350 (ოთხმოცი ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი