პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების (შემდგომში –
დაწესებულება) პერსონალი. სტანდარტი, პერსონალის კლასტერის მიხედვით, განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებ