1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;

გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;

ვ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;

ზ) კვების, წყლის, სანიტარია-ჰიგიენის ტექნიკური რეგლამენტი;

თ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი.

2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:

ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული  ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;

გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;

დ) ბავშვებისა და პერსონალის  სამედიციო დოკუმენტაციის წარმოება;

ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;

ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;

ზ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენ