1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს აქვს: უმაღლესი აკადემიური განათლება, განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების, ფსიქოლოგიის, ჯანმრთელობის მეცნიერებების და სხვა მონათესავე დარგში ან პროფესიული განათლება და სარეკომენდაციო წერილი ან სრული ზოგადი განათლება და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი) საგნობრივი დისციპლინები;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახემწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები; იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
მ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს საგანმანათლებლო პროცესში არაეთიკური ტერმინების აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;
ნ) გუნდური მუშაობის პრინციპები.
3. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ)ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
თ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან მისი პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით
ი) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
კ) იყოს თვითრეფლექსურ