1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფსიქოლოგიის ან მენეჯმენტის ან სხვა დარგში;
ბ) ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება.
2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ლიდერობის თანამედროვე თეორიები;
ბ) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
გ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
დ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
ე) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი;
ზ) დაწესებულების თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობები;
თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა;
გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ) პერსონალის სამსახურეობრივი მოვალეობების დადგენა.