ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.106.016245
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა



დანართი
ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. კვალიფიკაცია და გამოცდილება
ხ ობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი (შემდგომში - დირექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნას სრულად: 
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში (უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში);
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.

მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.

მუხლი 3. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს; 
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
ე) განათლების ძირითად თეორიებს;
ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;
ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;
კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს.
ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;
მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს;
ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: 
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; 
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; 
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; 
ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;
თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;
ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;
კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება. 

მუხლი 4. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა 
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2017.
როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.09.2017. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.106.016245.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №37, 29.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016245 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3819780/