„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №28 |
|
2017 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ (სსმ, ვებგვერდი, 10.03.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-6 მუხლის:
|
ა)
მე-4 პუნქტს „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახური;”; |
ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს მთავარი მრჩეველი, ხოლო დეპარტამენტს – დირექტორი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები). დეპარტამენტში შეიძლება არსებობდეს სამმართველოები. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, ხოლო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.“. |
2.
მე-10 მუხლის:
|
ა)
„კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
ბ)
„ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტის მომზადება;“. |
3.
მე-11 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტის მომზადება; |
4.
მე-12 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტის მომზადება;“. |
5.
მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეგულირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება და მათი სრულყოფის კოორდინაცია; ბ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება; გ) რეგულირების საერთაშორისო ტენდენციებისა და მეთოდოლოგიური მიდგომების შესწავლა-ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებზე ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა. ამავე საწარმოების მომსახურების შესახებ მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების შესწავლა-დამუშავება, მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში ასახვის მიზნით; ე) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ზ) გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებზე ანგარიშების კონსოლიდაცია, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდისა და სახის ანგარიშების შედგენა.”. |
6.
მე-17 მუხლის პირველ პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) კომისიის ცხელი ხაზით მომსახურების უზრუნველყოფა;“. |
7.
22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახური მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება; ბ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად დატვირთვის უზრუნველყოფა, ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება; დ) გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშის შედგენა; ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და რეაგირება.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.16.009.016229.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.12.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 28.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3820077/