შეტყობინება სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ და დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შეტყობინება

სააქციო საზოგადოებათელასის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოებათელასი“ (აქ და შემდგომშისსთელასი“) გატყობინებთ 2017 წლის 27 ოქტომბერს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის), შემდეგი დღის წესრიგით:

1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის შესახებ.

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.

სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2017 წლის 3 ოქტომბერი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია: საქართველო, . თბილისი, ვანის . № 3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 9 სთ. 30 წთ. ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 9 სთ. 00 წთ. ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2017 წლის 5 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრამდე 9 სთ. 00 წთ-დან 18 სთ. 00 წთ-მდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

 

2017 წლის 27 ოქტომბერს

სააქციო საზოგადოება „თელასის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების 

ჩატარების შესახებ შეტყობინების

დანართი „ა“

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს „თელასის“  წესდების  მე-10 მუხლის  10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად,   შეტყობინება  სს „თელასის“ (შემდგომში − საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე  საზოგადოების ვებსაიტზე  ინტერნეტის ქსელში არაუგვიანეს  აქციონერთა საერთო კრების ჩატარების  თარიღამდე 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად  კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს  შეუძლია შეამოწმოს  კრებაში მონაწილეობის  უფლება.

2017 წლის  27 ოქტომბერს სს „თელასის“ აქციონერთა  რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის  უფლების შემოწმების  პროცედურის აღწერა

კრების  ჩატარებამდე  10 დღით ადრე  აქციონერს შეუძლია  შეამოწმოს   კრებაში მონაწილოების უფლება  სს „თელასის“ რეგისტრატორთან − სს  „ფასიანი ქაღალდების  გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №ср-394/515 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.