ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.10.2017 ძალადაკარგული 02.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016349
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2017 წლის 6 ოქტომბერი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. ეს დადგენილება,  გარდა დანართის მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან. 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1
ზოგადი დებულებები

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. 

მუხლი 2
განათლება და გამოცდილება

საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესია დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილება) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;

დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). 

მუხლი 3
სამართლებრივი აქტების ცოდნა

საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

მუხლი 4
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები

1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;

ე) განათლების ძირითადი თეორიები;

ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები;

ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

კ) ფინანსური მართვის საფუძვლები;

ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;

მ) ფონდების მოძიების პრინციპები;

ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;

ო) ინვენტარიზაციის პროცედურები.

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

თ) შესყიდვების დაგეგმვა;

ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;

კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;

ლ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;

მ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.

მუხლი 5
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა

საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისთვის;

ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.

მუხლი 6
გარდამავალი დებულებები

მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.