1. ეს ხელშეკრულება მოქმედებს 5 წლის ვადით და ძალაში შედის აუცილებელი იურიდიული პროცედურების შესრულების საფუძველზე მხარეების წერილობით შეტყობინების შემდეგ. თუ მხარეებიდან ერთ-ერთი, ამ მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ერთწლიანი პერიოდით.
2. ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლში აღნიშნული პირების მიერ მოპოვებული უფლებები ძალას არ კარგავს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუჭრელი საკითხის განხილვისათვის შეხვედრები გაგრძელდება და უთანხმოების შემთხვევაში იგო გადაწყდება 29-ე მუხლის შესაბამისად.
შესრულებულია 1998 წლის 11 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში ქ. იზმირში. ორივე ტექსტი შედგენილია ქართულ და თურქულ ენებზე ორ პირად და ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
(ხელმოწერილია)
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით
ვიქტორ იაშვილი
სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე
(ხელმოწერილია)
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
აჰმედ შადარი
სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგი