1. დაზღვეული პირები, რომლებსაც გარდაეცვალათ მარჩენალი, ყოველთვიურ დახმარებას ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანოდან მიიღებენ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. პასუხისმგებელი ორგანო, პირის მოთხოვნებს თავისი ქვეყნის კანონების მოთხოვნების შესაბამისად დააკმაყოფილებს.
მესამე ქვეყანაში მცხოვრები პირები ან მოთხოვნის უფლების მქონე პირები, თავის მოთხოვნილებებს საბოლოოდ იმ პასუხისმგებელ ორგანოს წარუდგენენ, სადაც იგი დაზღვეული არის. მომთხოვნი შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფ საბუთების წარდგენას ორი ქვეყნის დამზღვევ ორგანოს ან ორგანოებზე, ან იმ მეწარმეთა შესახებ, რომლებმაც პირი დაასაქმეს, აგრეთვე უზრუნველყოფს საბუთებს იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც იგი დამოუკიდებლად ეწეოდა.
2. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანო ამ ქვეყანაში მცხოვრები პირის მოთხოვნას მიიღებს, განიხილავს საბუთებს, ქვეყანაში მისი დაზღვევის პირობებს აჯამებს, რეგისტრაციაში ატარებს და მას მეორე ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უგზავნის სადაზღვევო სტაჟის შესასწავლად და დასადასტურებლად.
3. მეორე მხარის პასუხისმგებელი ორგანო, დაინტერესებული, იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც პირი ცხოვრობს, პირის მიერ პირველ ქვეყანაში გაკეთებულ დაზღვევის დროს აფიქსირებს, ადგენს ანკეტას და უგზავნის მომთხოვნ მხარეს.
4. პასუხისმგებელი ორგანოების ერთმანეთს აცნობებენ დაზღვეულთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
5. ძირითადი შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად, პირმა პროტესტი შეიძება გაუგზავნოს, როგორც დაინტერესებულ ორგანოს, აგრეთვე იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს, რომელშიც ის ცხოვრობს. აღნიშნული ორგანო პროტესტს, დანართებთან ერთად, მეორე დაინტერესებული ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის.
ნაწილი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებე