სურსათის ლოტის აღნიშვნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №456
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2017
matsne.gov.ge 414 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2017 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
ლოტი
პრაქტიკულად მსგავს პირობებში წარმოებული, დამზადებული/მომზადებული ან შეფუთული, გასაყიდად განკუთვნილი ერთგვაროვანი სურსათის პარტია
მუხლი 3
ლოტის ნომერი
უნიკალური ნომერი, რომელიც ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

სურსათის ლოტის აღნიშვნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №456 2017 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი სურსათის ლოტის აღნიშვნის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სურსათის ლოტის აღნიშვნის წესი.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სურსათის ლოტის აღნიშვნის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები სურსათის ლოტის აღნიშვნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც სურსათის ლოტის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო 1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება სურსათზე, რომლისგანაც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ლოტის ფორმირება. 2. ეს წესი არ ვრცელდება: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტზე, რომელმაც დატოვა სათავსი და შესაბამისად: ა.ა) იგზავნება მწარმოებელ საწარმოში; ა.ბ) გაყიდული ან/და მიწოდებული იქნა დროებით შესანახ, მოსამზადებელ ან შესაფუთ საწარმოში; ა.გ) შეგროვებულ იქნა მომზადების ან გადამუშავების ადგილზე დაუყოვნებლივ შერევისათვის; ბ) სურსათზე, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყოვნებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით; გ) შეფუთულ ან ტარაში მოთავსებულ სურსათის შეფუთვაზე ან ეტიკეტზე, თუ მისი ყველაზე დიდი ზედაპირის ფართობი 10 სმ​2-ზე ნაკლებია; დ) ნაყინის ცალკეულ ულუფაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნაყინისათვის ლოტის აღნიშვნა ხდება ნაყინის ცალკეული ულუფების გაერთიანებულ, მთლიან შეფუთვაზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ლოტი – პრაქტიკულად მსგავს პირობებში წარმოებული, დამზადებული/მომზადებული ან შეფუთული, გასაყიდად განკუთვნილი ერთგვაროვანი სურსათის პარტია; ბ) ლოტის ნომერი – უნიკალური ნომერი, რომელიც ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. მოთხოვნები ლოტის ფორმირების მიმართ 1. თუ გასაყიდად განკუთვნილი ერთგვაროვანი სურსათის პარტია ბაზარზე განთავსებისათვის/მიწოდებისათვის ფორმირებულია ლოტად, სავალდებულოა აღნიშნულის შესახებ ეტიკეტზე მითითება. 2. ლოტის აღნიშვნა და იდენტიფიცირება ხდება ლოტის ნომრის მიხედვით. 3. ლოტის აღნიშვნა ეტიკეტზე ხდება ლათინური ასო „L“-ით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლოტის ნომრის ნათლად გარჩევა შესაძლებელია ეტიკეტზე განთავსებული სხვა სიმბოლოებისაგან. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი. 5. თუ სურსათი წინასწარ დაექვემდებარა დაფასოებას, ლოტის აღნიშვნა და, შესაბამისად, ლათინური ასო „L“ გამოსახული უნდა იქნეს სურსათის წინასწარ დაფასოებული ერთეულის ზედაპირზე ან ეტიკეტზე. 6. თუ სურსათი არ დაექვემდებარა წინასწარ დაფასოებას, ლოტის აღნიშვნა და, შესაბამისად, ლათინური ასო „L“ გამოსახული უნდა იქნეს შეფუთვაზე ან ტარაზე ან თუ შეუძლებელია მისი ამგვარი აღნიშვნა – თანმხლებ დოკუმენტში. 7. ლოტის აღნიშვნა და იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ იყოს ადვილად დასანახი, გასაგები, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა და შეცვლა. 8. ლოტის აღნიშვნა არ არის სავალდებულო სურსათზე, თუ სურსათის ეტიკეტზე არაკოდირებული აღნიშვნებით (შტრიხკოდი ან სხვ.) მითითებულია „ვარგისიანობის მინიმალური ვადა“ ან „გამოიყენება    ......მდე“ კონკრეტული დღისა და თვის მითითებით.