სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1990
2017 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების (სამშენებლო და სხვადასხვა მასალები, სპეცტექნიკის ქირავნობა/გადაზიდვა, საინჟინრო მომსახურებები და დაცვის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისათვის უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.02.11.564) და მასზე განთავსებული 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის შენობა-ნაგებობები და მოწყობილობები) შეძენა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი პირის მიერ მომზადებული დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 22.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1990. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024656.
- სად არის „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1990, 22.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024656 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3827209/