„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №383 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2051
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №383 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №383 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში − დეპარტამენტი) უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-40 კმ-დან (გორი-თბილისის მიმართულება) მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველი ქანდის ტერიტორიაზე არსებული წმინდა ცამეტი ასურელი მამის მამათა მონასტრამდე მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთის (საერთო სიგრძით 0.605 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.“;
ბ) 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.“;
დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი