სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე

მიღების თარიღი 06.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2113
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024754
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2017
matsne.gov.ge 148 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 12.09.2014 „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 04.06.2019 „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 10.11.2025 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 16.12.2025 „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 11.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2113 2017 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე 1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ 2011 წლის 23 დეკემბერს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და ამავე მხარეებს შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმება (Side Letter). 2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27​2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია (მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათი) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი