სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების ან მენეჯმენტის ან სხვა დარგში.
ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;
დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიებ