1.
სტრატეგიულ მართვაზე  პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების ან მენეჯმენტის ან სხვა დარგში;
ბ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
2.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ)
ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
გ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
დ)
დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;
ე)
ადრეული განათლების პრინციპები;
ვ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ზ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ)
დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ)
დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;
დ)
პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე)
დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ვ)
დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ზ)
კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება