1.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: უმაღლესი აკადემიური განათლება სამედიცინო დარგში ან პროფესიული განათლება და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
2.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ვ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;
ზ) კვების, წყლის, სანიტარია-ჰიგიენის ტექნიკური რეგლამენტი;
თ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი.
3.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
ბავშვებისა და პერსონალის სამედიციო დოკუმენტაციის წარმოება;
დ) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ე) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ვ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა