1.
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან სრული ზოგადი განათლება და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან/და სარეკომენდაციო წერილი.
2.
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;

ბ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები.

3.
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება;

ბ) მისი პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამისი ტექნიკის გამოყენება.
თავი VII
მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტე