ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის (ტერმინები იგივე მნიშვნელობისაა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული) აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)
დაწესებულების პერსონალი –
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ)
კლასტერი –

საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;

გ)
ადმინისტრაციული პერსონალი –
პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: საგანმანათლებლო პროცესი, სტრატეგიული მართვა, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;

დ)
საგანმანათლებლო პროგრამის მართვა –

დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;

ე)
სტრატეგიული მართვა –
დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;

ვ)
მატერიალური რესურსის მართვა –
დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;

ზ)
ადამიანური რესურსის მართვა –

დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;

თ)
საგანმანათლებლო პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი პერსონალი არის აღმზრდელ-პედაგოგი, რომლის პროფესიულ სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი;

ი)
საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, ჯგუფის ასისტენტი და ა.შ.);

კ)
ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი –
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ.);

ლ)
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი –

პერსონალი, რომლის მოვალეობა არის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;

მ)
ტექნიკური პერსონალი –

პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;

ნ)
ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;

ო)
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დაწესებულების სივრცეში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;

პ)
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას , ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;

ჟ)
მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში (შენობაში, ეზოში) არსებული მცენარეების მოვლას;

რ)
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი –

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;

ს)
თემი –

ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და ღირებულებითი იდენტიფიკაცია გააჩნიათ;

ტ)
საგანმანათლებლო პროგრამა –

სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.
თავი II
დაწესებულების პერსონალის შემადგენლო