📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2017
ძალის დაკარგვა 04.12.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 607 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2017 მიღება
04.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №31 2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №52 დადგენილება (სსმ, 52, 07/08/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016170); 3. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი №1 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური  – პირველადი სტრუქტურული ერთეული) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მერიის დებულება, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები და ეს დებულება. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება. 3. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს საკრებულოს დამტკიცების მიზნით. 4. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებებს. 5. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი. 6. სამსახურის მისამართია: ქ. დმანისი, 9 აპრილის ქ. №32. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; ი) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა; ლ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ნ) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს; ო) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; პ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სამსახურს ხელმძღვანელს (შემდგომში  – უფროსს) უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის და მერიის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო. 2. თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მერი. 3. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. 4. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.