დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2017 წლის 24 ნოემბერი ქ. დმანისი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 სექტემბრის №31 დადგენილება (სსმ, 31/10/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016279). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახურის უფროსი/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მერიის დებულება, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები და ეს დებულება. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება. 3. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებებს. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი. 5. სამსახურის მისამართია: ქ. დმანისი, 9 აპრილის ქ. №32. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის თანამშრომლებისაგან. 2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 3. სამსახურის უფროსს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მერთან შეთანხმებით მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; ი) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა; ლ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ნ) თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს; ო) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; პ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სამსახურის ხელმძღვანელს (შემდგომში – უფროსს) უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის და მერიის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო. 2. თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მერი. 3. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.11.2017. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.156.016289.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.12.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №41, 24.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016289 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3864698/