„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №479 |
|
2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2017, 340080000.10.003.020035) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ ნაწილის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამიდან − „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06), ხოლო ნაწილის კი − საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“: ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პრეტენდენტის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 35 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს; გ) პრეტენდენტს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ ჯამურად არანაკლებ 7000 სკისა, რომელიც აღრიცხულია სააგენტოს მიერ;“; ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული სკები არ არის აღრიცხული სააგენტოს მიერ, მესაკუთრე ვალდებულია, პროგრამაში პრეტენდენტის მიერ განაცხადის წარდგენამდე მიმართოს სააგენტოს აღურიცხავი სკების აღრიცხვის მოთხოვნით, რის შემდგომაც სააგენტოს მხრიდან მოხდება აღნიშნული სკების აღრიცხვა/რეგისტრაცია და შესაბამისი ნიშნის დამაგრება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო ნიშანზე დაიტანება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლოგო, სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ლოგო, QR კოდი, ინდექსი − „GEBB“ და 8-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.“; გ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. რამდენიმე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს, რომელსაც ან/და რომლის მეპაიეებსაც საკუთრებაში აქვთ სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უფრო მეტი სკა.“; დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის: დ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;“; დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) 2019 წლის 1 იანვრიდან, 8 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის ზრდა არანაკლებ 10%-ით;“; ე) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №479. სარეგისტრაციო კოდი — 340080000.10.003.020188.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №479, 27.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.020188 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3837452/