„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №319 |
|
2019 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“: ა) მე-7 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. იმ შემთხვევაში, თუ სათიბის ან/და საძოვრის პრეტენდენტისათვის/მონაწილისათვის გადაცემის თაობაზე ქონების ეროვნული სააგენტო საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის შესახებ მიაწვდის სააგენტოს უარყოფით მოსაზრებას, სააგენტო პრეტენდენტს/მონაწილეს ამავე პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში სხვა სათიბის ან/და საძოვრის მოსაძიებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. თუ პრეტენდენტი/მონაწილე ვერ მოიძიებს სათიბს ან/და საძოვარს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტისათვის/ მონაწილისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა გადასცეს სხვა პრეტენდენტს/მონაწილეს, ამ პროგრამით დადგენილი წესით.“; ბ) მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომელიც საკითხის ინიციირებას ახდენს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინაშე. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, პრეტენდენტს/მონაწილესა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და პრეტენდენტი/მონაწილე მიმართავს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.“; გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა (ხადიკსა) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდება რძის გადამამუშავებელი საწარმოები და დაკომპლექტება დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით. რძის გადამამუშავებელი საწარმო შენობა-ნაგებობების ფართობები შეადგენს არა უმეტეს 600 მ2-ისა.“; დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების მიზნით, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოძიება, რომლის ფართობი შეადგენს 0,45 ჰექტარს;“. 2. დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
დანართი №2
დანართი №3
.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №319. სარეგისტრაციო კოდი — 010110020.10.003.021337.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №319, 05.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.021337 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4610047/