შპს „ბლექსი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/61
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2017 წლის 12 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე
1. მოვალე: შპს „ბლექსი ინვესტი“
2. მეურვე: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მეურვის წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე
3. კრედიტორებიი: სსიპ − შემოსავლების სამსახური − წარმომადგენელი მადონა გეწაძე; შპს „ანაგი“ − წარმომადგენელი: ნინო ბერიძე; ლეილა ბახლიშვილი − წარმომადგენელი დავით ლომოური; გალაქტიონ ახვლედიანი; ზვიად კირკიტაძე; ხათუნა მამასახლისი; ხათუნა კახაძე; როლანდ ჩანტლაძე; ელენე ბურჭულაძე − წარმომადგენელი: როლანდ ჩანტლაძე; ნინო ზუხბაია; რეჯებ გაბრუშიძე − წარმომადგენელი მავილე გაბრუშიძე;
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „ბლექსი ინვესტის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 10 ნოემბერს, 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;
ბ) რეაბილიტაციის გეგმის პროექტისათვის ვადის გაგრძელება.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
კრების მდივანი ეკატერინე აბესაძე