მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი ენერგეტიკა
მიღების თარიღი 31.10.2017
გამომცემი ორგანო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ნომერი №ნ-17
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2020 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2024 წლის გამოცემის ქართულ
ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2021 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-17
2017 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის –
2015 წელი (შემდგომ –
სტანდარტი).
2. სტანდარტი განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ –
სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).
3. ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტი სამსახურის მიერ განახლდეს სტანდარტის მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე