მარტვილის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2017
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების
დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2017 წლის 6 ნოემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,მარტვილის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
კვალიფიკაცია და გამოცდილება
1.
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების –
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ (შემდგომში –
საჯარო დაწესებულება) დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, ან მე-6 პუნქტში მითითებული რომელიმე ვარიანტის მოთხოვნებს სრულად:
2.
საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება სკოლამდელი განათლების დარგში;
ბ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში, ან ადამიანური რესურსების მართვაში.
3.
საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების ადმინისტრირების დარგში;
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით, გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება.
4.
საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება, განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების, ან ფსიქოლოგიის დარგში;
ბ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში, ან ადამიანური რესურსების მართვაში.
5.
საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში;
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში, ან ადამიანური რესურსების მართვაში.
6.
საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში.
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.
მუხლი 2🔗.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“.
მუხლი 3🔗.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1.
საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
ე) განათლების ძირითად თეორიებს;
ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;
ზ)ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;
ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;
კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;
ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;
მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს;
ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.
2.
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;
თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;
ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;
კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება.
მუხლი 4🔗.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახ დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.