ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.112.016452
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2021 წლის 28 აპრილი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს.

 


მუხლი 2. განათლება და გამოცდილება
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ან „ე“ პუნქტში მითითებული რომელიმე ვარიანტის მოთხოვნებს სრულად:

 

ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება სკოლამდელი განათლების დარგში; აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.

 

ბ) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების ადმინისტრირების დარგში; აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით, გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება.

 

გ) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების, ან ფსიქოლოგიის დარგში; აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.

 

დ) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში; აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.

 

ე) აქვს პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში; აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა  ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში.

 


მუხლი 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

 


მუხლი 4. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები

 

1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;

ე) განათლების ძირითადი თეორიები;

ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები;

ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები.

კ) ფინანსური მართვის საფუძვლები;

ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;

მ) ფონდების მოძიების პრინციპები.

ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;

ო) ინვენტარიზაციის პროცედურები;

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

თ) შესყიდვების დაგეგმვა;

ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;

კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;

ლ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.

 


მუხლი 5. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა

 

საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისთვის;

ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.

 



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2021.
როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.04.2021. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.112.016452.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №14, 28.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016452 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5158311/