1. მერია შედგება მერიის თანამდებობის პირების (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე (მოადგილეები)) და მერიის სამსახურებისაგან.

2. მერიის სამსახური იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.

3. მერიის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

4. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.

5. მერიის თანამდებობის პირების და მერიის საჯარო მოხელეთა რაოდენობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო