1.მერია არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდეგში-მუნიციპალიტეტი) აღმასრულებელი ორგანოს – მერისადმი (შემდეგში – მერი) დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
2. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
3. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან – მერიის სამსახურებისგან (შემდეგში – მერიის სამსახური), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში – საკრებულო) და მერის დავალებების შესრულება