1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, მერის წარმომადგენელთან და აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა დაბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.
4. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
5. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტისორგანოებისადა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულიპირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. მენეჯერული დაფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციულისტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
6. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
7. არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივ ზონირება. დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტების მშენებლობის კოორდინაცია. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავება.
8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, ჯანდაცვისმუნიციპალურიობიექტების მართვა. უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა. წინადადების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე, ასევე პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მ/შორის ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე .
9. კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარეგანათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.
10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.