1.  მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს (მოადგილეები)ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.   მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდ ან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს  (დარგებს),  ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. მერის მოადგილე (მოადგილეები) ასრულებს მერის მოვალეობას მერისა და მერის პირველი მოადგილის არყოფნისას, მათ მიერ უფლებამოსილების შეუძლებლობის შემთხვევაში.

5. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.

6. მერის პირველი მოადგილის დამოადგილის (მოადგილეები) თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”  საქართველოს ორგანული კანონი