1.   მერიის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს  18   წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე,   რომელიც აკმაყოფილებს    „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  27-ე მუხლით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. მერიის საჯარო მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების 21-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3.  კონკურსი ტარდება  „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმა