1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ)  მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან,  თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2.   ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად შეიძლება დაეკისროს:

ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, მერიის ერთ-ერთ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – სამსახურის უფროსს;

ბ)  სამსახურის უფროსის ვაკანსიიის შემთხვევაში –  სამსახურის უფროსის მოადგილეს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში კი –
სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს“.

გ) სამსახურის მესამე და მეოთხე რანგის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურისერთ-ერთ მოხელე