1. მერიის  მოხელის ვაკანსია გახსნილად  მიიჩნევა:

ა) მერიის  საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ)  მერიის  მოხელის  თანამდებობიდან  გათავისუფლების  შესახებ  ბრძანების  ძალაში  შესვლის მომდევნო დღიდან,  თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2.   ვაკანსიის  შევსებამდე  შტატით  გათვალისწინებული  თანამდებობრივი  მოვალეობის  შესრულება მერის  ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:

ა) მერის  პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში მერის  ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის  მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, მერიის  ერთ-ერთ  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – სამსახურის უფროსს;

ბ)  სამსახურის  უფროსის  ვაკანსიიის შემთხვევაში –  სამსახურის  ერთ-ერთ  განყოფილების  უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

გ) სამსახურის მესამე და მეოთხე რანგის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელე