1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) შიდა აუდიტის სამსახური;
გ) შესყიდვების სამსახური.
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ე) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური;
ვ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური;
ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური;
თ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომელთა პროექტებს მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულ