1.  მერის   პირველ  მოადგილეს  და  მოადგილეს  ამ  დებულებით  დადგენილი  წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის   პირველი  მოადგილე  ასრულებს  მერის   მოვალეობებს  მერის არყოფნისას,  მის მიერ უფლებამოსილების  განხორციელების  შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას  და/ან გადაყენებისას.

3. მერის   პირველი  მოადგილე  და მოადგილე  ფუნქციათა  განაწილების  შესაბამისად  ხელმძღვანელობენ  მერიის უფლებამოსილებისთვის   მიკუთვნებულ  დარგს  (დარგებს),  ორგანიზებას  უწევენ  და აკონტროლებენ   მუნიციპალიტეტის   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტებისა  და  მერის  დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. მერის  პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის  წინაშე.

5. მერის პირველი მოადგილის და მოადგილის  თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის  საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი