1. მერიაში   საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი,  რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში  დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად.

2. მერიის საჯარო მოხელეთა უფლებრივი გარანტიები, სამსახურებრივი მოვალეობები, მათი კარიერული განვითარების, წახალისებისა  და დისციპლინური ზომების შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით  „საჯარო  სამსახურის შესახებ“.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებთან  შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მერი.

5. მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგების სისტემის გათვალისწინებით  განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

6. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონის  „საჯარო სამსახურის შესახებ“  შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერ