1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნოდღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებამერის ბრძანების შესაბამისად შეიძლება დაეკისროს:
ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, მერიის ერთ-ერთ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – სამსახურის უფროსს;
ბ) სამსახურის უფროსის ვაკანსიიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მოადგილეს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში კი – სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს“.
გ) სამსახურის მესამე და მეოთხე რანგის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელე