1.  მერიის  სამსახურის რეორგანიზაცია   არის   სამსახურში   განხორციელებული   სტრუქტურული   და/ან  ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის  რომელიმე სხვა სამსახურს.

2.  მერიის  სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება  სამსახურის  დებულებაში  (თუ ცვლილება  შეეხება  სამსახურის  სახელწოდებას  –  აგრეთვე  ამ  დებულებაში)  ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;

ბ) რეორგანიზაციის  ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;

გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;

დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წეს