⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2018)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,638 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2017 მიღება
01.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2017 წლის 14 ნოემბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №21 . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამსახური) დებულება მუხლი 1🔗. მერიის ადმინისტრაციული სამსახური – პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები: 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადამიანური რესურსების მართვას; სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები ისაზღვრება მერიის საშტატო  ნუსხით. 4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით, რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 5. მისამართი: დაბა ხულო, ტბელ-აბუსერისძის ქ. №1 . მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება. 2. ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოების, დოკუმენტაციის აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, საქმისწარმოების წესით და მერის სხვა ადმინისტრაციული აქტებით. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილებებია: ა) საქმის წარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული; ბ) იურიდიული განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული; დ) შესყიდვების განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული; ე) მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებისა და ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 4. განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებით, განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე; 6. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები ა) მერიის კორესპონდენციის მიღება და ადრესატებისათვის გადაგზავნა; ბ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაცია და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ მუნიციპალურ სამსახურებსა და წარმომადგენლებს შორის; დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადება, მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა-დაარქივება; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მერის, მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ლ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივ ექსპერტიზა და მათი ვიზირება; მ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა; ნ) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა; ო) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; პ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირება; ჟ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ს) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება; ტ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; უ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია; ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის, დავალებების სათანადოდ გაფორმება; გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა; ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად; ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა, ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა; ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება; თ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა და კონტროლი მათ დაცვაზე; ი) მერიის, მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობა, აღჭურვა, რემონტი, კეთილმოწყობა, დაგვა-დალაგება, კომუნალური მომსახურება და დაცვა; კ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება; ლ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება; მ) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგება; ნ) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების მიერ ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვა; ო) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული იურიდიული განყოფილების – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებია: ა) მერის, მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების იურიდიულ  საკითხებზე კონსულტაცია, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ექსპერტიზა, მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან და რეკომენდაციების მომზადება; გ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა; ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება; ზ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 7🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერიის  ვებგვერდის ადმინისტრირებას; ბ) მერიისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის  გაცემას; გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვის მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; დ) მერიის თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერეციების ჩატარების ორგანიზებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ე) ელექტრონული საქმის წარმოების დანერგვას; ვ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ზ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. შესყიდვების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებია ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ბ) სახელმწიფო  შესყიდვების გეგმის მომზადება; გ) ელექტრონული ტენდერების შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება; დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება; ვ) ელექტრონულ სისტემაში  ყველა ხელშეკრულებაზე საკასო შესრულებების ასახვა; ზ) სისტემაში საგადასახადო დოკუმენტაციის ატვირთვა, (ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი); თ) კონსოლიდირებულ ტენდერებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება; ი) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმებისათვის ყველა სახის დოკუმენტაციის მომზადება; კ) ხელშეკრულებებზე  ერთიან ელექტრონულ სისტემაში სტატუსების მიცემა. მუხლი 9🔗. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს: 1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მართვა: ა) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე; ბ) მოქალაქეთა და სხვადასხვა დაწესებულებებიდან შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა. 2. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის დარეგისტრირება მუნიციპალიტეტის მართვის სისტემაში (portal.mms.gov.ge). 3. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოსათვის წარდგენა. 4. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტა და შეჩერება რეესტრის საფუძველზე. 5. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობის გასაცემად განაცხადის დარეგისტრირება, მომზადება და გაცემა. 6. ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 7. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 10🔗. III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში ა)შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; ბ)განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერთან და ადმინისტრაციული სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; გ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მერთან და ადმინისტრაციული სამსახურის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები; დ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები; ე) წელიწადში ერთხელ გამგებელს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ; ვ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 11🔗. სამსახურის თანამშრომლები 1.სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3.  სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები; გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) შეასრულონ ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სიტყვიერი დავალებები/მითითებები. მუხლი 12🔗. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.