ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 |
|
2018 წლის 29 მარტი დაბა ხულო |
|
2. აპარატი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. აპარატი სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი.
4. აპარატი შედგება აპარატის უფროსისა და აპარატში შემავალი განყოფილებებისაგან და საჯარო მოხელეებისგან.
5. აპარატი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
6. აპარატს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
7. აპარატი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე.
8. აპარატის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.
9. აპარატი მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას.
10. აპარატი იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ-აბუსერისძის №1.
2. აპარატის საქმისწარმოების, დოკუმენტაციის აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, საქმისწარმოების წესით და მერის სხვა ადმინისტრაციული აქტებით.
ა) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ მუნიციპალურ სამსახურებსა და წარმომადგენლებს შორის;
დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ე) აპარატის სამუშაოთა გეგმების მომზადებას, მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა-დაარქივებას;
ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
კ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ლ) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას;
მ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ნ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
პ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ჟ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
რ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ს) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავებასა და დაგეგმვას;
ტ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაცის განხილვას;
უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. აპარატის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ)უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ)ხელს აწერს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას;
ზ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
თ) უზრუნველყოფს აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ წარმოების წარმართვას;
ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
კ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
ლ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს აპარატს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
მ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ნ) ესწრება მერის თათბირებს;
ო) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. აპარატის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს აპარატისადმი ან/და აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
5. აპარატის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
6. აპარატის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება აპარატში შემავალ ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
7. აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმის წარმოების განყოფილებ ;
ბ) მერიის სამდივნო განყოფილება;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;
3. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, აპარატის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, აპარატის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია;
ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის, დავალებების სათანადოდ გაფორმება;
გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა, ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა;
ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება;
თ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა, კონტროლი და მათი დაცვა;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) მერიის ვებგვერდის ადმინისტრირება;
ბ) მერიისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
გ) მერიის თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, მათი ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
დ) ელექტრონული საქმისწარმოების გამართული ფუნქციონირება;
ე) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება;
ვ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცია;
ზ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
თ)განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერთან და აპარატის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ი) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მერთან და აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები;
კ) წელიწადში ერთხელ მერს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მასალების გამოთხოვა და მოპოვება;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის, წინადადებებისა და პრობლემური საკითხების ანალიზი;
გ) ადმინისტრაციული ერთეულების შესაბამისად ამ მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ მერისთვის წინადადებებს წარდგენა;
დ) განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან შეთანხმებით;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მერიის აპარატის ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ვ) კონტროლს უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას;
ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
3. აპარატის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი.
4. აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის მართვის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
2. აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.