1.  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში –
საბჭო) ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში  გენდერული უთანასწორობის  აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად  წინადადებების შემუშავება და საქართველოს  პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარდგენა;

დ)  მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და  შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;

ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ვ) გენდერული თანასწორობის  უზრუნველსაყოფად  განხორციელებული  ღონისძიებების მონიტორინგისა  და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის  გამოთხოვა  და მიღება,  გარდა  ისეთი დოკუმენტებისა,  რომელთა  კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) გენდერული თანასწორობის  დარღვევის თაობაზე  წარდგენილი განცხადებების,  დოკუმენტაციის  და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ საკრებულოსთვის წარდგენა ამ რეგლამენტის 135-ე მუხლის მიხედვით.

კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად.

2.   მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია:

ა)  გენდერული  თანასწორობის  საკითხებთან დაკავშირებით   წარმოადგინოს  ახალციხის  მუნიციპალიტეტი;

ბ)  გენდერული თანასწორობის  საკითხების  შესწავლისა  და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები,  არასამთავრობო  და  საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

თავი VII

საკრებულოს ფრაქც