გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2017 წლის 14 ნოემბერი ქ. გორი |
|
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება;
ბ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ყველაზე მაღალი რანგის მქონე მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ვ) გორის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) გორის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) გორის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; პასუხს აგებს განყოფილების მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
თ) ადმინისტრაციული ერთეულების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ი) ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
კ) ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ლ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
მ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ნ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ო) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
პ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების შემუშავებას;
ჟ) პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა- მომზადებას, დაგეგმვას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ზ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
კ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
ლ) მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ამ მიზნით მიმართულებების განსაზღვრას, ღინისძიებების დაგეგმვას, ზედამხედველობას, პროექტების მომზადებას, მათი რეალიზების მონიტორინგს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაში უშუალო მონაწილეობას;
მ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ო) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ჟ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
რ) პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრას და დაგეგმვას, მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის ტექნიკური დავალებების, საპროექტო დოკუმენტაციების მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას;
ს) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ე) მშენებლობის ნებართვის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
თ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი №1სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.
მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური