ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.11.2017
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2017 წლის 14 ნოემბერი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №16 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.1 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში –
სამსახური) წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
1.2 სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
1.3 სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონისა ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი” და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
1.4 სამსახურის სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
1.5 სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულისაგან.
1.6 სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წინაშე.
1.7 სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
1.8 სამსახურის დაფინანსების წყაროა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.9 სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია
2.1 მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
2.2 კანონის წინაშე თანასწორობის დაცვა.
2.3 საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე.
2.4 საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით.
2.5 მიუკერძოებლობა.
2.6 საქვეყნოობა და საჯაროობა.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
3.1 სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახეზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
დ) უკანონო, ამორტიზირული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ორგანიზება და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობა;
ე) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე, ცალკეული დავალებების შესრულება.
3.2 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე რეკლამის განთავსების, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოფხვრაზე კონტროლი;
ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე კონტროლის დაწესება. დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე, დემონტაჟზე და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, კომუნიკაციათა ჯიხურების, ჭების და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;
დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების, დანადგარების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიების განხორციელება;
ე) სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა. მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) კონტროლის დაწესება;
ვ) გარე რეკლამის განთავსება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი;
ზ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი.
თ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ი) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, თვითმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
კ) მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან\და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;
ლ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება, კანონით დადგენილ წესით, ვადებში განხილვა;
მ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილებები
4.1 სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში –
სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.
4.2 სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) სამსახურის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საქართველოს კანონის, ასევე სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად; პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;
ზ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ი) უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე, 1191, 134-ე, 135-ე, 1461, 148-ე, 150–ე, 1501, 152–ე, 1522, 1533, 1534, 159-ე 1591 მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს;
მ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ნ) ესწრება მერის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს;
ო) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერისა და კურატორი მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
4.3 სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
4.4 სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და საკრებულოს წინაშე.
4.5 სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
5.1 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
5.2 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული.
5.3 სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
მუხლი 6🔗.
ზედამხედველობის სამსახურის
არქიტექტურ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ა) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო საქმიანობაზე;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე. სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას სამუშაოების სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობაზე კონტროლს;
გ) ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მითითებას, ადგენს შემოწმების აქტს, სამართალდამრღვევს უგზავნის ზეპირი სხდომის შესახებ უწყებას (შეტყობინებას), ატარებს ზეპირ სხდომას, ახორციელებს სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შესაბამისი სამართლებლივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს;
დ) ახორციელებს მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ვ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
ზ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში.
6.2 განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
6.3 განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.
6.4 განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს.
6.5 განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
მუხლი 7🔗.
ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ოპერატიული რეაგირების საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
7.1 ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების გარე იერსახეზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე რეკლამის განთავსებაზე ზედამხედველობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების წესების დაცვაზე კონტროლს;
ბ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ღობეების, კომუნიკაციათა ჯიხურების, საკანალიზაციო მეურნეობების და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის) ზედამხედველობას. დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
გ) ახორციელებს უკანონო, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟის ორგანიზებას ან და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობას;
დ) ახორციელებს საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე, გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მათ შესრულებაზე კონტროლს;
ე) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ქუჩებში, მაგისტრალებზე, მოედნებზე, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ნაგავსაყრელებზე გატანის კონტროლს;
ვ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას;
ზ) აწარმოებს გზის საფარის გადათხრის სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობაზე კონტროლს;
თ) ახორციელებს დახლების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატების, და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათ აღმკვეთ ღონისძიებებს;
ი) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებლივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
მ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში.
7.2 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
7.3 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე
7.4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗.
სხვა დებულებანი
8.1 წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2 სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.