1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნას:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით;
დ) პეტიციის წესით.
3. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა