1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ექვსი თვის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს 15 ივლისისა და ერთი წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს 15 იანვრისა.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს კალენდარული წლის პირველი და მესამე კვარტალის დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ინიციატივით ან ბიუროს გადაწყვეტილებით საკითხი შეიძლება განხილულ იქნას საკრებულოს სხდომაზე.

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. წარმოდგენილი ანგარიში საკრებულოს აპარატს შეაქვს საკრებულოს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში, შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით.

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საკრებულოს სხდომის ან საკრებულოს ბიუროს სხდომის ან მისი ნაწილის დახურვა, თუ განსახილველი საკითხი შეეხება კომერციულ საიდუმლოებას (ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კერძო სამართლის იურიდიული პირის კონკურენტუნარიანობას).

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართოს დასაბუთებული წერილობითი თხოვნით ანგარიშის წარდგენის ვადის გადავადების შესახებ, გარდა წლიური ანგარიშისა.

6. ანგარიშის (გარდა წლიური ანგარიშისა) წარდგენის ვადა შეიძლება გადავადდეს თუ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი იმყოფება ფორსმაჟორულ ვითარებაში ან არსებობს სხვა გარემოება.

7. საკრებულოს ბიუროსათვის ანგარიშის წარდგენის ვადის გადავადების საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, უახლოეს სხდომაზე განიხილავს საკრებულოს ბიურო, ხოლო საკრებულოსათვის ექვსი თვის ანგარიშის წარდგენის ვადის გადავადების საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, უახლოეს სხდომაზე განიხილავს საკრებულოს ბიურო და საკუთარ მოსაზრებას/წინადადებებს წარუდგენს საკრებულოს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.

8. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება ჩაითვალოს როგორც: „არასრულყოფილი“ ან „სრულყოფილი“ და შეფასდეს როგორც: „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“ .

9. საკრებულოს გადაწყვეტილებით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია/მითითება/დავალება და მისი შესრულების კონტროლი დაევალოს შესაბამის კომისიას.

10. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ანგარიშის „არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მიმართოს რეკომენდაციით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

11. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისადმი მიცემული რეკომენდაცია, მითითება ან დავალება მიზნად უნდა ისახავდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის მუშაობის გაუმჯობესებას და ეფუძნებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებ