1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, წარმოადგინოს რიგგარეშე ანგარიში მისი მუშაობის შესახებ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ, ამ რეგლამენტის 145-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.

5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას, ამ რეგლამენტის 145-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. საკრებულოს მუშაობის ანგარიში განიხილება საზოგადოებრივი დარბაზის მიერ. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი ფორმები