ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2017 ძალადაკარგული 24.12.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.138.016283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 14 ნოემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი მუხლის ,,ბ.ვ’’ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს  აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
 ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე




დანართი №1

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

საშტატო რიცხოვნება

თანამდებობრივი სარგო

საკრებულოს თანამდებობის პირები

1.

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარე

1

2750

2.

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1

2150

3.

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

1500

4.

პოლიტიკური თანამდებობის პირი – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

1500

საკრებულოს აპარატი

5.

I რანგი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი

1

1490

იურიდიული  განყოფილება

6.

II რანგი მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული  განყოფილების ხელმძღვანელი

1

900

7.

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში

1

580

საორგანიზაციო განყოფილება

8.

II რანგი მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი

1

900

9.

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

1

580

10.

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში

1

580

11.

III რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საორგანიზაციო საკითხებში

1

560

12.

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში

1

580

13.

III რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - წერილებისა და კადრების  საკითხებში

1

560

14.

III რანგი – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი აპარატის სამდივნოს უზრუნველყოფის საკითხებში

1

550

სამეურნეო განყოფილება

15

II რანგი მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელი

1

900

16

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სამეურნეო საკითხებში

1

580

 



დანართი №2

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული პოზიციების ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები

შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული პოზიციის დასახელება

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

 კონსულტანტი – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო,  საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიაში

1

1390