სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2017
ძალის დაკარგვა 06.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/490
სარეგისტრაციო კოდი 310140000.22.024.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 625 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2017 მიღება
06.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/490 2017 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების შესახებ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) 8.2.1.2 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №1422 განკარგულებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-3 პუნქტისა და „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის №177 განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცედეს თანდართული „სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამები“.  2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამები  მუხლი 1🔗. სასწავლო პროგრამები 1. მომზადების საბაზო კურსი უნდა ითვალისწინედეს, სულ მცირე, შემდეგ თემებს: ა) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარეგულირებელი საერთო მოთხოვნები; ბ) საშიშროების ძირითადი სახეები; გ) გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაცია ნარჩენების გადაზიდვაზე კონტროლის განხორციელებისას; დ) პრევენციული ზომები და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომები საშიშროების სხვადასხვა სახეების დროს; ე) ავარიის შემთხვევაში მისაღები ზომები (სასწრაფო დახმარების გაწევა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დამცავი აღჭურვილობის გამოყენების საფუძვლები, წერილობითი ინსტრუქციები და ა.შ.); ვ) მარკირება, საშიშროების ნიშნები, საინფორმაციო ტაბლო და ნარინჯისფერი ტაბლოები; ზ) მძღოლის ვალდებულებები და აკრძალვები სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას; თ) სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული ტექნიკური აღჭურვილობის დანიშნულება და ექსპლუატაციის წესები; ი) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ან კონტეინერში შერეული დატვირთვის აკრძალვა; კ) სიფრთხილის ზომები სახიფათო ტვირთების დატვირთვის და გადმოტვირთვის დროს; ლ) საერთო ინფორმაცია სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით; მ) ინფორმაცია მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ; ნ) შეფუთვების დამუშავება და დაწყობა; ო) გვირაბებში გავლის შეზღუდვა და გვირაბებში ქცევის ინსტრუქციები (შემთხვევების თავიდან აცილება, უსაფრთხოება, ქმედებები ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში); პ) უსაფრთხოების ზომების ცოდნა და გაგება. 2. ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ თემებს: ა) სატრანსპორტო საშუალებების ქცევა მოძრაობის დროს, მათ შორის ტვირთის გადაადგილებისას; ბ) სპეციალური მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებების მიმართ; გ) ზოგადი თეორიული ცოდნა შევსებისა და გადმოტვირთვის სხვადასხვა სისტემების სფეროში; დ) სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მარეგულირებელი სპეციალური დამატებითი დებულებები (დაშვების მოწმობები, დაშვების დამადასტურებელი მარკირება, საინფორმაციო ტაბლო და ნარინჯისფერი ტაბლოები და ა.შ.). 3) პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ თემებს: ა) ფეთქებად და პიროტექნიკურ ნივთიერებათა და ნაკეთობათა დამახასიათებელი საშიშროების სახეები; ბ) სპეციალური მოთხოვნები პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა ერთობლივი გადაზიდვის მიმართ. მუხლი 2🔗. ინდივიდუალური პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარების პირობა ინდივიდუალური პრაქტიკული მეცადინეობა უნდა ჩატარდეს თეორიულ მომზადებასთან დაკავშირებით და უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, სასწრაფო დახმარების გაწევას, ხანძრის ჩაქრობას და შემთხვევის ან ავარიის შემთხვევაში მისაღებ ზომებს. მუხლი 3🔗. მომზადების კურსების ხანგრძლივობა ყველა მომზადების დაწყებითი კურსის და მომზადების ზოგადი კურსის თეორიული ნაწილის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს: ა) მომზადების საბაზო კურსი 18 მეცადინეობა; ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი 12 მეცადინეობა; გ) პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი 8 მეცადინეობა. მუხლი 4🔗. სწავლების პირობები და პროცედურა 1. სწავლებას ექვემდებარება მძღოლთა ის კონტინგენტი, რომელთაც გააჩნია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა. 2. ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს 45 წუთს. 3. პრაქტიკული მეცადინეობების ჩათვლით საბაზო მომზადების დასრულების შემდეგ ტარდება მომზადების შესაბამისი საბაზო კურსის გამოცდები. 4. გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატმა უნდა აჩვენოს ცოდნა, გაგება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელსაც უნდა ფლობდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, როგორც ეს გათვალისწინებულია მომზადების საბაზო კურსით. 5. გამოცდა ტარდება წერილობითი გამოცდის სახით, ან კომბინირებული წერილობითი და ზეპირი გამოცდის სახით. ყოველ კანდიდატს ეძლევა არანაკლებ 25 წერილობითი საკითხი მომზადების საბაზო კურსის მიხედვით. თუ გამოცდა ტარდება გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, ეძლევა არანაკლებ 15 წერილობითი საკითხი. აღნიშნული გამოცდები მიმდინარეობს სულ მცირე 45 და 30 წუთი, შესაბამისად. საკითხები შეიძლება გამოირჩეოდეს სირთულის ხარისხით და ჰქონდეს არათანაბარი ხასიათი შედეგების შეფასებისას. 6. მომზადების სპეციალიზებული კურსის ყველა გამოცდაზე მოცემულია არანაკლებ 15 წერილობითი საკითხი. თუ გამოცდა ტარდება გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, იქნება მოცემული არანაკლებ 10 წერილობითი საკითხი. აღნიშნული გამოცდები მიმდინარეობს სულ მცირე 30 და 20 წუთი, შესაბამისად.